დავით მათიკაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მამუკა მდინარაძე უკონკურენტოა
“კოორდინაციისთვის, დასახული ამოცანების შესრულებისთვის საჭიროა შესაბამისი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც სახელმწიფო მინისტრის სახით იქნება წარმოდგენილი”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა მთავრობის სტრუქტურაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„შეიძლება ითქვას, რომ მამუკა მდინარაძე უკონკურენტოა, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და უახლოეს დროში ის დაიკავებს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, ასევე იქნება ვიცე-პრემიერი და მისი საქმიანობის მიზანი იქნება ძალოვან სტრუქტურებს შორის კოორდინაცია, რაც მათი საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი დღეს მამუკა მდინარაძისთვის სუსის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ახალი სამინისტროს შექმნაზე იმსჯელებს.