არაღჩი: ირანმა პაკისტანში აშშ-სთან დიალოგის გაგრძელების გზები განიხილა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ მან პაკისტანში შეერთებულ შტატებთან დიალოგის გაგრძელების გზები განიხილა.

„მე კარგი კონსულტაციები მქონდა ჩემს მეგობრებთან პაკისტანში და ვიზიტი წარმატებული იყო. ჩვენ განვიხილეთ პირობები და ის გზა, რომლითაც შეიძლება მოლაპარაკებების გაგრძელება“, – თქვა არაღჩიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ ომანში ვიზიტის დროს, ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება განიხილა.

არაღჩის თქმით, თეირანსა და მასკატს ბევრი საერთო შეხედულება აქვთ და მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი ექსპერტების დონეზე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები