ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მრავალათასიანი მეხუთე კოლონა, რომელიც გარედან ფინანსდება” – ირაკლი გოგავა

“ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მრავალათასიანი მეხუთე კოლონა, რომელიც გარედან ფინანსდება”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ განაცხადა.

ამასთან, როგორც გოგავამ განმარტა, თუ არჩევით დემოკრატიაზეა საუბარი, უმრავლესობა ვალდებულია, გაითვალისწინოს მოსახლეობის აზრი და საკუთარი რიგებიდან დანიშნოს თანამდებობებზე ადამიანები.

“ხალხთან დიალოგი სხვა რეჟიმია – ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია, რომ სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხილვები აწარმოოს საზოგადოების ჩართულობით, მაგრამ მათ სურთ, რომ მხოლოდ ამ ლიბერალურ ჯგუფთან მოხდეს განხილვა და ჩვენ გვინდა, რომ მართლა ინკლუზიური იყოს, ყველა იყოს ჩართული ამ პროცესში.

იმავე სიუჟეტის ნაწილია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ცხადია, რომ მაჟორიტარული სისტემა მცირე და საშუალო ქვეყნებს მეტ სუვერენიტეტს აძლევს“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები