“ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის, რომ მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს” – მამა შალვა კეკელია
“ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია – ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ – არის, რომ მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ მამა შალვა კეკელიამ განუცხადა.
„ვერავინ ჩაერევა, ვინაიდან თითოეული მათგანი უკვე ასაკშია, მათ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და ისინი ყველანი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან.
ვიცით, რომ 28-ში დაინიშნა სინოდი. 28-ში უკვე გამოარჩევენ სამ კანდიდატს, იმ დღესვე ალბათ გაფართოებული კრების თარიღს იტყვიან და გაფართოებული კრების შემდეგ დაინიშნება სინოდი, სადაც უკვე აირჩევენ პატრიარქს“, – აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.