ვოლსკი – ჰერჩინსკის განცხადებაზე: სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ და ვეძებოთ მიზეზი ამ უტიფარი განცხადებისა გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებში, რომლებიც დღეს ბრიუსელს აქვს დასახული

“სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ  და ვეძებოთ მიზეზი ამ უტიფარი განცხადებისა გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებში, რომლებიც დღეს ბრიუსელს აქვს დასახული”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

„პირველი მუქარა, რომელიც გავიგონეთ, იყო ის, რომ ექსტრემისტებს დაუჭერდნენ მხარს, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გააკეთებდნენ მობილიზებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის, რომელიც განავითარებდა რევოლუციურ პროცესს. უშველებელი, ათეულობით მილიონი დახარჯა. არ ივარგა, არ გამოდგა ეს სცენარი.

მეორე მუქარა იყო პირდაპირ, ევროკომისარი ურეკავს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ეუბნება, რომ თუ შენ არ მოიხრი ქედს და არ შეასრულებ ინსტრუქციებს, დაგემართება იგივე. ხომ ხედავ რა დაემართა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსო. პირდაპირი ტექსტით ეუბნება. რევოლუცია, სიცოცხლის მოსპობის მუქარა“, – განაცხადა მან.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები