მათიკაშვილი – საკადრო ცვლილებებზე: სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ჭრილში ეფექტურობის ხარისხი გაიზარდოს

“სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ჭრილში ეფექტურობის ხარისხი გაიზარდოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა განმარტა, ცვლილებების მიზანი სტრუქტურების უფრო ეფექტურად მუშაობაა.

“ბუნებრივია, მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურება ერთადერთ მიზანს – სახელისუფლებო რგოლში გადაწყვეტილებების აღსრულება იყოს მეტად ეფექტური, კოორდინირებული და ყველა სტრუქტურამ შეასრულოს მასზე დაკისრებული ამოცანები.

ისინი იყვნენ წარმატებულნი, გამორჩეულნი საკუთარი გადაწყვეტილებებით. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ახალ თანამდებობებზე, როგორც ბატონი მამუკა მდინარაძე, გეკა გელაძე, ასევე სულხან თამაზაშვილი, წარმატებით შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები