Sipri: გლობალური სამხედრო ხარჯები 2025 წელს 2.887 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა

2025 წელს მსოფლიოს ქვეყნების მიერ სამხედრო ხარჯებმა ჯამში 2.887 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2.9%-ით მეტია.

მონაცემები სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ახალ ანგარიშშია წარმოდგენილი.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების მონაცემებით, შეერთებულ შტატებში სამხედრო ხარჯები შემცირდა, ევროპაში 14%-ით, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 8.1%-ით გაიზარდა. სამმა ქვეყანამ, რომელსაც ყველაზე დიდი თავდაცვის ბიუჯეტი აქვს – შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და რუსეთმა – ჯამში 1.48 ტრილიონი დოლარი დახარჯა, რაც გლობალური მთლიანი ბიუჯეტის 51%-ს შეადგენს.

“სამხედრო ხარჯები ზედიზედ მეთერთმეტე წელია იზრდება. მისი თანაფარდობა გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტთან 2.5%-ს აღწევს, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ 2.9%-იანი ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაბალი იყო გასული წლის 9.7%-თან შედარებით, ეს შენელება დიდწილად აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებით არის განპირობებული”, აცხადებენ SIPRI-ის ექსპერტები.

აშშ-ის ხარჯების გამოკლებით, გლობალური სამხედრო ხარჯები 2025 წელს 9.2%-ით გაიზარდა. თავდაცვაზე ყველაზე მეტი ხარჯის მქონე ხუთი ქვეყანა იყო აშშ, ჩინეთი, რუსეთი, გერმანია და ინდოეთი, რომლებიც ერთად გლობალური სამხედრო ხარჯების 58%-ს შეადგენდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები