აშშ: „ძალის გამოყენებით კრიზისის გადაწყვეტა არ შეიძლება",

აშშ უკრაინაში მომიტინგეთა ძალადობრივი გზით დარბევას გმობს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კერნიმ ვაშინგტონში დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ოპოზიციასთან დიალოგის დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ამერიკა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს სიტუაციის ესკალაციისა და მაიდანზე გართულებული მდგომარეობის აღსაკვეთად.
“ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს, დღესვე განაახლოს დიალოგი ოპოზიციის ლიდერებთან, რათა უკრაინისთვის მოიძებნოს კონსენსუსის გზა. ჩვენ შოკირებული ვართ ინფორმაციით ძალადობისა და მაიდნის მიმართულებით შეიარაღებული სპეცრაზმის გადაადგილების შესახებ. ვგმობთ ძალადობას ქუჩებში და გადამეტებული ძალის გამოყენებას ნებისმიერი მხრიდან. ძალის გამოყენებით კრიზისის გადაწყვეტა არ შეიძლება”, – განაცხადა ჯეი კერნიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები