მაიდნის ტერიტორია კვამლშია გახვეული
უკვე რამდენიმე საათია, კიევის ცენტრალურ მოედანზე შტურმი გრძელდება. მაიდნის ტერიტორია მთლიანად კვამლშია გახვეული. შტურმი ჯავშანტექნიკით დაიწყო, რომელსაც უკან “ბერკუტი” და შინაგანი ჯარი მიყვებოდა და დაპირისპირებისას მათ მომიტინგეებმა მოლოტოვის კოკტეილები დაუშინეს. ბარიკადის პირველი რიგის გარღვევის შემდეგ, ჯავშანმანქანას ცეცხლი წაეკიდა. დაიწვა მომიტინგეთა ერთი კარავი. ყირიმის პარლამენტმა სამოქალაქო ომის დაწყება გამოაცხადა და იანუკოვიჩს გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოუწოდა.