კიევში დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა
რამდენიმე წუთის წინ მაიდანზე შეტევას კიდევ მოჰყვა მსხვერპლი. კიევში დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის, ოფიციალური ინფორმაციით ერთი ქართველი – ზურაბ ხურციაა, რომელიც გარდაცვლილი მეტროს შესასვლელთან იპოვეს. უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ქალბატონი გარდაიცვალა, თუმცა ამის შესახებ საქართველოს საელჩო ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ცნობილია, რომ ათიდან სამი პოლიციელია, შვიდი კი აქციის მონაწილე. სამ მათგანს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.