დავით გაბუნიას ლექცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

7 ნოემბერს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერული კვლევების მაგისტრი დავით გაბუნია წაიკითხავს ლექციას თემაზე: „სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში?“
დავით გაბუნიამ 2003 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 2003 წლიდან მისი რეცენზიები და თარგმანები ინგლისური და შვედური ენებიდან იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალში. ნათარგმნი აქვს სტრინდბერგის, იბსენის, შექსპირის, ასევე თანამედროვე დრამატურგების ნაწარმოებები. 2008 წელს დავით გაბუნიას პიესამ „ჩემი საქორწინო კაბა“ გაიმარჯვა ფესტივალზე ARDIfest (სამეფო უბნის თეატრი). 2010 წელს გაიარა სტაჟირება ლონდონის ნაციონალურ თეატრში. მისი პიესები ხშირად ეხება ტრადიციული გენდერული როლების დეკონსტრუქციას თანამედროვე ქართულ კონტექსტში, რომელიც დაიდგა სამეფო უბნის, რუსთაველის, ფოთისა და ბათუმის თეატრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები