უკრაინაში 21 ჟურნალისტი დაშავდა
უკრაიანში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დღეს 21 ჟურნალისტი დაშავდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმრავლესობას პრესის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშანი ჰქონდათ დამაგრებული. დაშავებულები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ჟურნალისტებიც. მათ შორის არიან “როიტერი”-ს ფოტოკორესპონდენტი, “ვესტი”-ს ჟურნალისტი, ასევე “მეხუთე არხი”- ს ჟურნალისტი და ოპერატორი.