„ორპირი-თბილისი-სტოკჰოლმის“ პრეზენტაცია „გალა“ გალერეაში

7 ნოემბერს „გალა“ გალერეაში ზურა ოდილავაძის ახალი რომანის „ორპირი-თბილისი-სტოკჰოლმი“ პრეზენტაცია გაიმართება.
ზურა ოდილავაძის ახალი რომანი თანამედროვე საქართველოში მცხოვრები მამაკაცის ამბავს მოგვითხრობს. საქართველოს ერთ-ერთი რაიონის – ორპირის მკვიდრი დავით („ჯორდანო“) ვაშაკიძე მომაკვდავი სნეულიდან ნობელის პრემიამდე საინტერესო გზას გადის. რომანი შეფარული ირონიით გვიამბობს, როგორ სძლევს მთავარი გმირი საბჭოეთიდან გადმოყოლილ მითოლოგიურ, უკრიტიკო და ბატონყმურ ცნობიერებას.
დავით ვაშაკიძის შემდგომი წინსვლა ორი გზით მიდის: 1. შემოქმედებითი ზრდა და 2. საპირისპირო სქესთან წარმატება. ქართულ „სექსუალური რევოლუციის“ კვლევასთან ერთად, რომანი საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სხვა ასპექტსაც ეხება: მის „სულს“ – ეკლესიას; „თავს“ – მმართველ ელიტას; „კიდურებს“ – ხალხს; უმთავრესი მაინც მკითხველისათვის იმის ჩვენებაა, თუ როგორ შეძლო ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა საბჭოური ინერტულობისაგან თავის დაღწევა და უიმედობის დამარცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები