სემინარი საავტორო უფლებების შესახებ

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საავტორო უფლებების შესახებ რეგიონული სემინარი გაიმართება.
სემინარი ორგანიზებულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ფინანსური მხარდაჭერით.
სემინარში მონაწილეობას უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას საავტორო უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები მიიღებენ. სემინარში ასევე მონაწილეობს მოწვეული ექსპერტი ამერიკის კომპოზიტორთა, ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოების (ASCAP) ვიცე-პრეზიდენტი სემ მოსენკისი. შეხვედრას დაესწრება საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის განყოფილების უფროსი ვიქტორია ტეილორი.
სტუმრები დეტალურად გაეცნობიან საავტორო უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობას. სემინარის მონაწილეებს საშულება ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკა, ასევე მოისმინონ აშშ-ს წარმომადგენლის რჩევები და მოსაზრებები პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. სემინარის მონაწილეები განიხილავენ საავტორო უფლებების კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს და იმსჯელებენ მათი გადაჭრის გზებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები