საფრანგეთში ძლიერმა ქარიშხალმა ორი ადამიანი იმსხვერპლა, 53 000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

საფრანგეთში ძლიერი ჭექა-ქუხილისა და ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 53 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სტიქია ქვეყნის მასშტაბით ხანგრძლივი სიცხის ტალღის დასრულების შემდეგ განვითარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოტ-ვიენის დეპარტამენტში ქალი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მას ხე დაეცა, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, დოლომიეში, მამაკაცი სახელოსნოში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, ხანძარი ელვის დაცემამ გამოიწვია.

ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორის, Enedis-ის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება ყველაზე მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთის ოვერნ-რონა-ალპისა და სამხრეთ-დასავლეთის ახალი აკვიტანიის რეგიონებში შეფერხდა.

საფრანგეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, Météo-France-მა, სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გამოცხადებული ნარინჯისფერი გაფრთხილება მოგვიანებით გააუქმა. მანამდე სინოპტიკოსები მოსახლეობას მსხვილი სეტყვისა და ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები