სააკაშვილი: ხელისუფლებას საქართველოში ჩემი ჩამოსვლა არ სურს, რადგან ჩემი ეშინია

„ხელისუფლებას საქართველოში ჩემი ჩამოსვლა არ სურს, რადგან ჩემი ეშინია“. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფორბსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ექსპრეზიდენტის თქმით, როდესაც ის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ჩადის, იქ პროკურატურის თანამშრომლები ჩნდებიან, ირაკლი ღარიბაშვილი კი ამ ქვეყნების ლიდერებთან რეკვას იწყებს.
სააკაშვილის თქმით, მისთვის საქართველოში ჩამოსვლა არ არის „ჯაყოს მსგავსი არსების პირად დილეგში ჩაჯდომა“.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მას ფეისბუქზე სულ სწერენ იმის შესახებ, რომ დაბრუნდეს საქართველოში.
„ათასობით წერილს ვიღებ, თუ რატომ არ ვბრუნდები. ამაზე არის ერთი უნივერსალური პასუხი: როგორ? საქართველოში დაბრუნება ჩემთვის არ არის ვიღაც გაუნათლებელი, უტიფარი და ჯაყოს მსგავსი არსების პირად დილეგში ჩასმა, რომელიც საქართველოს თავს ჭრის. საქართველოს მთავრობას არ უნდა ჩემი ჩამოსვლა, რადგან ჩემი ეშინია. საკმარისია, საქართველოს გვერდით რომელიმე ქვეყანაში გამოვჩნდე, მომენტალურად ხდება მობილიზაცია პოლიციის რეიდების, მივლინებით ავლენენ იქ სუს-ის და პროკურატურის თანამშრომლებს და ღარიბაშვილი იწყებს ამ ქვეყნების ლიდერებთან რეკვას. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები