კიევში დღევანდელი შეტაკებების დროს სამი ადამიანი გარდაიცვალა

  კიევში ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის დღეს მომხდარი დაპირისპირებისას სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს. “ოფიცერთა სახლში გახსნილ სამედიცინო პუნქტში სამი ადამიანი დაიღუპა. უამრავი ადამიანია დაშავებული, ათეულობით კი მძიმედაა დაჭრილი”, – განუცხადა “უკრაინასკაია პრავდას” ექიმმა ოლგა ბოგომოლეცმა. ექიმის თქმით, სამივე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული სამედიცინო დახმარება გახდა. “ეს ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ. ჩვენამდე არ უშვებენ სასწრაფო – სამედიცინო დახმარებას. ადამიანები იღუპებიან, რადგან ვერ იღებენ დროულ დახმარებას”, – განაცხადა ოლგა ბოგომოლეცმა. კიევის ცენტრში ამ წუთებამდე გრძელდება დაპირისპირება ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის. ძალოვანებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დემონსტრანტები კი საპასუხოდ ქვებს ესვრიან. კიევის რამდენიმე ქუჩა ცეცხლის კვამლშია გახვეული – აქტივისტები საბურავებს წვავენ.

1940288_10151986589229779_911011339_n

1960147_10151986589224779_232950425_n

1960355_10151986589234779_1192319989_n

1964299_10151986589244779_1504405228_n

1903203_10151986589209779_820289463_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები