რუმინეთის მოქალაქეს რუსეთში ჯაშუშობისთვის 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის კრასნოდარის მხარის სასამართლომ რუმინეთის მოქალაქე ადრიან-დავიდ ჩერჩიუ უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსული მხარის განცხადებით, ჩერჩიუმ სოჭში განთავსებული საჰაერო თავდაცვის ობიექტების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა და უკრაინის სპეცსამსახურებს გადასცა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ გასამართლებული პირი რუმინეთის მოქალაქეა.

უწყების ცნობით, ის საქმეს 2024 წლიდან აკვირდებოდა და დაკავებულს საკონსულო დახმარებას უწევდა.

რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით გამოტანილი ერთ-ერთი ბოლო განაჩენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები