სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 3 პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტი „სარფის“ გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, ხოლო, ორმა მათგანმა, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
“ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.