სოზარ სუბარი: „ნაცების“ რეჟიმი აღარ უნდა განმეორდეს!

„ნაცების“ რეჟიმი ვეღარ განმეორდება“ -ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დევნილთა და განსახლების საკითხთა მინისტრთან სოზარ სუბართან მკითხველს ინტერვიუს სთავაზობს.
სოზარ სუბარი ინტერვიუში 2014 წლის 15 ნოემბრის „ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებულ აქციას ეხმაურება.
„ბოლო სამ არჩევნებზე, რომელიც უპეცედენტო გაუყალბებლობით გამოირჩევა, დამტკიცდა, რომ მოსახლეობაში „ნაცებს“ მხარდაჭერა არ გააჩნიათ. აკი სააკაშვილი კიდეც ამბობს, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვეღარ დაბრუნდება. რჩება არეულობის, პუტჩის გზა, რაც მან არაერთხელ უკვე გაიარა, როცა 2003 წელს პარლამენტში შეიჭრა. აი, ეს არის მათი მიზანი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ვერაფერს გახდებიან! ბუნებრივია, ლაპარაკს ვერ და არ ავუკრძალავთ, მაგრამ ვინც მორიგ ძალმომრეობას ჩაიდენს, დაუყივნებლივ მიიღებს უმკაცრეს სასჯელს! „ნაცების“ რეჟიმი ვეღარ განმეორდება, სახელმწიფოს დღეს ყველა რესურსი აქვს, მათ მიერ კანონის დარღვევების ფაქტებს შესაბამისი ქმედებები შეაგებოს, საზოგადოებაც აღარ დაუშვებს, რომ „ნაცებმა“ ძველებურად იბოგინონ“, – აცხადებს სოზარ სუბარი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები