სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ამავე გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

აღნიშნულ მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისის დღის 14:00 სთ-დან აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები