შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის გუშინდელ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

“ნამდვილად გარდამტეხი იყო გუშინდელი დღე და დასკვნა გუშინდელი დღიდან, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და არა აი ამ წარსულში ჩარჩენილ „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ერთადერთი დღის წესრიგი აქვთ – საქართველო დაუქვემდებარონ სხვების პოლიტიკურ გავლენას.

გამოჩნდა, რომ მათი მხარდაჭერა არის მხოლოდ გარედან, გამოჩნდა, რომ მათი იდეა არის მხოლოდ მფარველებს მოაწონონ თავი და გამოჩნდა, რომ მათი რაოდენობა არის სულ რამდენიმე ათასი ადამიანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები