შალვა პაპუაშვილი – დიპლომატიური აკადემიის შექმნაზე: მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა
“მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიური აკადემიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კურსდამთავრებულებს ექნებათ გარანტირებული დასაქმების შესაძლებლობა.
„მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა, რომელიც იქნება მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს კურირების ქვეშ და კონცენტრირებულად იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ გამოუშვას ამ სასწავლებელმა დიპლომატები, რომლებიც ერთი, რომ გარანტირებულად შეძლებენ დასაქმებას ვინაიდან ორიენტირებული იქნება იმ მოთხოვნაზე, რომელიც არსებობს ამ მხრივ – და მეორეს მხრივ, იქნება პრაქტიკასთან ახლოს განათლების მიღება, რაც განსაკუთრებით დიპლომატიური სამსახურისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა დიპლომატიური აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა დაიწყო. კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალი დიპლომატების აღზრდას.