შალვა პაპუაშვილი: სენატორი შაჰინი ყოველთვის უყურებდა საქართველოს ასე – რა შეიძლება არგოს საქართველომ მისი ქვეყნის ინტერესებს, სხვა საკითხია, რამდენად სწორად ესმის მას აშშ-ის ინტერესები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის წარმატება დააზიანებს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს და გააძლიერებს ჩინეთის ინტერესებს.

„აქ ჩანს ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. გუშინ საღამოს რომ ვიხილეთ „ნაცმოძრაობის“ ღონისძიება, ეს ხალხი არწმუნებს თავის მხარდამჭერებს, რომ ვიღაც დედამიწის ზურგზე უფრო მეტად ზრუნავს საქართველოს ინტერესებზე, ვიდრე ქართველი ადამიანი და საქართველოს ხელისუფლება. ეს მწარე სიმართლეც არ არის, ეს რეალობაა. ასე იყო ყოველთვის, არასოდეს ყოფილა სხვანაირად სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ისტორიულადაც, ასე რომ ეს წამოცდენა თუ განცხადება მისი მხრიდან კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რასთანაც ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკაში გვაქვს საქმე.

ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა სენატორ შაჰინს საქართველოსთან დაკავშირებით. ის ყოველთვის უყურებდა საქართველოს ასე – რა შეიძლება არგოს საქართველომ მისი ქვეყნის ინტერესებს. სხვა საკითხია, რამდენად სწორად ესმის მას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები“, – აცხადებს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები