საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ბატონო პრეზიდენტო,
ჩემი თურქი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავ თქვენს აღმატებულებასა და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
ჩვენს ხალხებს შორის ყოველდღიურად ვითარდება მეგობრობასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული ახლო მეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს კავშირები, რომელიც მოემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების უზრუნველყოფას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.