გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ყოფილი ზოოვეტის ინსტიტუტი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი.

საგნების ჩამონათვალი ვაკანტური ადგილების მიხედვით:

საქართველოს ისტორია

ისტორია

მათემატიკა

ფიზიკა

ქიმია

პირველი უცხო ენა – ინგლისური

მეორე უცხო ენა – რუსული

მესამე უცხო ენა – ფრანგული

საინფორმაციო ტექნოლოგიები

ვაკანტური ადგილების რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის და ხელფასის შესახებ ინფორმაცია საგნების მიხედვით იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/swrHU

მსურველებმა აუცილებელია, 2026 წლის 22 მაისიდან 2026 წლის 8 ივნისის ჩათვლით, შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: https://teacherjobs.ge/

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი – საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა – 2026 წლის 9 ივნისიდან 2026 წლის 10 ივნისის ჩათვლით;

II ეტაპი – გასაუბრება – 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 17 ივნისის ჩათვლით;

III ეტაპი – ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) – თარიღი დამატებით ეცნობებათ კანდიდატებს.

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან გასაუბრებისთვის ტელეფონზე.

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.

შერჩევის კრიტერიუმები:

უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი);

მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი);

უწყვეტი პროფესიული სტაჟი არანაკლებ ბოლო 2 წლისა;

პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;

ტრენინგები, სწავლებები;

ჯილდოები (მადლობა/წახალისება);

პროფესიული აქტივობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები