„მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ „ნაციონალების“ აქციას, ისე როგორც კეთროვანს, ახლოს არ მიეკარონ“

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა დევდარიანის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფ „ნაციონალებს“ ისეთ ინფორმაციებს აწვდიან და ისეთ სურათს უხატავენ, რომ თითქოს მათ სახალხო მხარდაჭერა აქვთ, ამას კი თანხები სჭირდება და ამით მათ ფულს სძალავენ. ამის შესახებ დევდარიანი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„პროვოკატორობა მაგათი მოქმედების სტილია. სწორედ ასეთი პროვოკატორობით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, ოღონდ კი ძალაუფლება ხელში ჩაეგდოთ. ხალხის მხარდაჭერა და ადამიანური რესურსი მათ არ აქვთ. მე ასეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ სააკაშვილს არ ჩამოესვლება საქართველოში, ადეიშვილს არ ჩამოესვლება და კიდევ ვიღაც-ვიღაცებს, აქედან კი, ეტყობა ისეთ ინფორმაციებს აწვდიან და ისე უხატავენ სურათს, რომ აი, ჩვენ საყოველთაო, სახალხო მხარდაჭერა გვაქვსო. ამას თანხები სჭირდება და ამით ფულს სძალავენ. უფულოდ ასეთი აქციები და ასეთი მოქმედებები არ იმართება. ახლა თუ სააკაშვილს უნდა, რომ რაც საქართველოდან გაიტანა ამ გზით უკან დააბრუნოს, ხელს ნუ შევუშლით“, – აცხადებს დევდარიანი.
მისივე თქმით, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ „ნაციონალების“ აქციას, ისე, როგორც კეთროვანს, ახლოსაც არ უნდა გაეკარონ.
„თუ „ნაციონალები“ არეულობას მოახერხებენ და მოაწყობენ, ეგ ყველაფერს ურჩევნიათ. იქნება მერე წივილ-კივილი ამ პოლიტიკურ დევნაზე და ასე შემდეგ. ეს გამოსარიცხი არ არის, რადგან ხალხი გამწარებული ჰყავთ და რომელიმე ადამიანი რომ მიუვარდეს და თავში რაღაცა ჩაარტყას არ უნდა გაუკვირდეს. აქ არის ერთი გამოსავალი, პოლიციამ უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა. ხომ ხედავთ მაგათი დაცვა ისევ ჩვენი საფიქრალია. ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა კი უნდა იცოდნენ, რომ მათ აქციას ახლოსაც არ მიეყარონ, ისე როგორც კეთროვანს!“- განაცხადა დევდარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები