ყოფილი პროკურორი მწარიაშვილი ჟვანიას საქმეზე პირველ განცხადებას აკეთებს

ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმეზე პირველ განცხადებას აკეთებს.  ამით ყოფილი პროკურორი პროკურატურის პრესსამსახურის ყოფილი უფროსის ხათუნა პაიჭაძის მიერ გამოთქმულ ვარაუდს ეხმაურება. პაიჭაძე „პრაიმტამთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ყოფილი პროკურორი, რომელიც შვეიცარიაში ჟვანიას გვამის ექსჰუმაციის საკითხზე მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა, დაგეგმილზე ადრე კბილაშვილის გადადგომის გამო ჩამოვიდა, რადგან მწარიაშვილიც თანამდებობის დატოვებას აპირებდა. მწარიაშვილი ადასტურებს, რომ შვეიცარიიდან დროზე ადრე დაბრუნდა, თუმცა ეს კავშირში არ არის საქმესთან და მის გადადგომასთან. ამასთან, ყოფილი პროკურორისთვის  გაურკვეველია  რა მიზანს ისახავდა “რუსთავი 2”-ის ეთერში ეკა კვესიტაძის გადაცემა “განსხვავებული აქცენტები”,  სადაც სწორედ ჟვანიას საქმეზე იყო საუბარი.
„ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ ატრიალეს ტელევიზიით ჩემი ფოტოები. ვერც ინფორმაციის შინაარსს მივხვდი. მე წავედი იმ დროს, როცა უნდა წავსულიყავი და გავაკეთე ყველაფერი, რაც უნდა გამეკეთებინა. ცოტა ადრე მართლაც მომიწია დაბრუნება, თუმცა ეს არაფერ კავშირში არ არის არც საქმესთან და მით უმეტეს არც ჩემს გადადგომასთან. მეტს ვერაფერს გეტყვით და ნურც დამისვამთ სხვა რამე კითხვას, ვინაიდან გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და სხვა ვერაფერზე ვერ გავაკეთებ კომენტარს“, – აცხადებს მწარიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები