ელიზბარ ჯაველიძე: 15 ნოემბერს ისვრიან! – თარგამაძესა და „ნურსა“ ნადირაშვილს აფხაზეთის ბედი აღელვებთ?!

სააკაშვილის დავალებით, 15 ნოემბრის აქციაზე თავის მომხრეებს ესვრიან! – აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ელიზბარ ჯაველიძე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 15 ნოემბერს აქციას თუ გამართავენ, ეს ხელისუფლების დამსახურებაა. მისი თქმით, საზოგადოება უკვე ორი წელია სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლებას ამაოდ ელის.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, თავი მოვუყაროთ ყველა ეროვნულ ძალას, ვისთვისაც მიუღებელია არა მხოლოდ „ნაცები“, არამედ „მეოცნებე“ ლიბერასტებიც! დიახ, საქართველოში არსებული ყველა პატრიოტული ძალა ერთად უნდა დადგეს, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში არეულობა და „ნაცების“ პარპაში! საქართველოში თარგამაძისნაირი, ბოკერიასნაირი თუ წიკლაურისნაირი ნაძირალები თავს ლაღად ვეღარ უნდა გრძნობდნენ“, – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.
ელიზბარ ჯაველიძე მიხეილ სააკაშვილის ბოლო სატელევიზიო ჩართვას იხსენებს, სადაც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოცდას არ აპირებს.
„სააკაშვილი ცეტი კი არის, მაგრამ არც ისეთი სულელია, ვერ ხვდებოდეს ერთ მარტივ რამეს – „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდება! ამიტომაც, სჭირდებათ ქვეყანაში არეულობის მოწყობა, რომ ამ ტალღაზე ისევ წაეპოტინონ ძალაუფლებას. სწორედ ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია ეს 15 ნოემბრის აქციაც! აბა, რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს, რომ ბოკერიასა და ბაქრაძეს, თარგამაძესა და „ნურსა“ ნადირაშვილს აფხაზეთის ბედი აღელვებთ. პირდაპირ გეტყვით, სააკაშვილის დავალებით, 15 ნოემბერს აქციაზე თავის მომხრეებს ესვრიან! მოაწყობენ პროვოკაციას, დაღვრიან სისხლს და შემდეგ მთელ მსოფლიოს ააწიოკებენ, ნახეთ, რას გვიშვრება ეს მთავრობაო?! მერე გამოვა სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში და სიტყვასიტყვით ამას იტყვის: ხალხო, ბიძინა ივანიშვილის მარიონეტულმა მთავრობამ რუსეთის დავალებით დაღვარა ქართველი პატრიოტების სისხლი და ეს გააკეთა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთმა კვლავაც შეუფერხებლად გააგრძელოს აფხაზეთის ოკუპაცია“, – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები