კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების საქმეზე სასამართლო პროცესი წააგო

ამერიკელმა რეპერმა კანიე ვესტმა (Ye) სასამართლო დავა წააგო, რომელიც მუსიკალური ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენებას უკავშირდებოდა. ვესტსა და მის კომპანიებს $438,558-ის გადახდა დაეკისრათ.

მედიის ინფორმაციით, საქმე ეხებოდა კომპოზიციის გამოყენებას, რომელიც არტისტის მიერ შესაბამისი ნებართვის გარეშე იყო ჩართული შესრულებულ ვერსიაში. კანიეს მიერ გამოყენებული ერთწუთიანი ჩანაწერი, კერძოდ MSD PT2, მოიცავდა გიტარის, ბასისა და კლავიშის პარტიებს.

სასამართლომ მუსიკოსების მხარე დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ საავტორო უფლებები დაირღვა.

სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა მხარეებს მისი გასაჩივრების უფლება აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები