Reuters: რუსეთში ენერგეტიკულ ობიექტებზე დრონებით იერიშები განხორციელდა
უკრაინული დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, თავდასხმის სამიზნე გახდა ნავთობისა და გაზის სექტორთან დაკავშირებული ობიექტები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ დრონების ნაწილი გაანადგურა, თუმცა ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა გარკვეულ ადგილებში დაზიანება და ხანძარი გამოიწვია.
რუსული მხარე აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საგანგებო სამსახურები დაზიანებულ ობიექტებზე მუშაობენ.