მადიარმა ორბანის რეზიდენციის გამოყენებაზე უარი თქვა

უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია მიატოვა და თავისი ოფიციალური ოფისი დუნაის მეორე მხარეს, ეროვნულ პარლამენტთან უფრო ახლოს გადაიტანა.

„პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია და მთავრობის სხდომების ადგილი ბუდაპეშტში, კონსტიტუციის ქუჩა 5-ში განთავსდება. ამ შენობაში ადრე მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტრო იყო განთავსებული. შენობა პარლამენტიდან სულ რაღაც ნაბიჯებში მდებარეობს და სიმბოლურია, რომ პრემიერ-მინისტრის ოფისი ახლა კონსტიტუციის ქუჩაზე იქნება“, – დაწერა მადიარმა Facebook-ზე.

მედიის თანახმად, ამით მან დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი წინამორბედის, ვიქტორ ორბანის ოფიციალურ რეზიდენციას ტოვებდა.

12 აპრილს, მადიარის „ტისას“ პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და 199 ადგილიდან 141 აიღო. 9 მაისს მადიარი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, ხოლო 12 მაისს ქვეყნის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო. ორბანის „ფიდეს-უნგრეთის სამოქალაქო კავშირის“ პარტია, 16-წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, ოპოზიციაში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები