FT: მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებებისადმი ინტერესი დაკარგეს

რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შანსები, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების შემდეგაც კი, დაბალი რჩება.

ამის შესახებ Financial Times-ი ორივე მხარის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, არც მოსკოვი და არც კიევი ამჟამად „მოლაპარაკებების გაგრძელებაში დიდ ღირებულებას არ ხედავენ“, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებისა, მხარეების შეთანხმებასთან სიახლოვის შესახებ.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კიევი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ტრამპმა ვერ შეძლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის მოხდენა, რათა შეერბილებინა რუსეთის მიერ შეთავაზებული პირობები შერიგებისთვის.

„FT“-ის ცნობით, პუტინი „ძალით კიდევ უფრო მეტი უკრაინის ტერიტორიის მიტაცებაზეა ორიენტირებული“ და გამოცემის წყაროების ცნობით, აპირებს დამატებითი მოთხოვნების წაყენებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ დონბასის მთელ ტერიტორიაზე კონტროლს დაამყარებს.

ამავდროულად, როგორც FT-ის წყაროები აღნიშნავენ, უკრაინული მხარე ნაკლებად არის დამოკიდებული ვაშინგტონის ზეწოლაზე „არახელსაყრელი, სწრაფი“ გარიგების შესაძლო დადებასთან დაკავშირებით.

12 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და რუსეთმა ჯერ ვერ მიაღწიეს კონსენსუსს დონბასის საკუთრებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები