„51-ე შტატი” – ტრამპმა ვენესუელას რუკა გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე ვენესუელას რუკის სურათი გამოაქვეყნა წარწერით „51-ე შტატი“.
მანამდე, Fox News-ის ჟურნალისტმა ბილ მელუგინმა განაცხადა, რომ Fox News-ის კოლეგასთან, ჯონ რობერტსთან სატელეფონო საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ “ვენესუელას აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევის საკითხს სერიოზულად განიხილავს.