ტრამპი ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით 13-15 მაისს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ კვირაში ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა.
ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მოწვევით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13-დან 15 მაისამდე ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მხარეები სავაჭრო ურთიერთობებს, ტაივანის საკითხსა და საერთაშორისო უსაფრთხოების თემებს განიხილავენ.
პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, ჩინეთში ეს ტრამპის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება.