20 წლის ბრიტანელი ონლაინთამაშის მსხვერპლი გახდა
სნეინტონელი 20 წლის ბრიტანელი ბრედლი ეიმსი ალკოჰოლური ონლაინთამაშ – “NekNominate”-ის მესამე მსხვერპლი გახდა. მან ჩაისთან ერთად დალია დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი „ჯინი“, სამი დღის შემდეგ კი გარდაიცვალა, – ამის შესახებ გამომცემლობა „დეილი მეილი” წერს.
ექვს თებერვალს ბრედლიმ ორწუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ერთ ლიტრ „ჯინს“ ჩაის პაკეტებთან ერთად სვამს და მეგობრებსაც იგივეს გაკეთებას მოუწოდებს. ვიდეოში 20 წლის ბრედლი ამბობს: “მეგობრებო, თვალს ვადევნებ თქვენს თამაშს – “NekNominate”-ს და მინდა გითხრათ, რომ თქვენ ვერ მოახდინეთ ჩემზე ვერანაირი შთაბეჭდილება. ამიტომ გადავწყვიტე, მეჩვენებინა, როგორ უნდა დალევა”. ბრედლიმ, გულისრევის შეგრძნების მიუხედავად, ბოლომდე შესვა „ჯინში“ დაყენებული ჩაი. მშობლები და მეგობრები აფრთხილებდნენ, რომ ეს ძალიან საშიში იყო ჯანმრთელობისთვის. სასიკვდილო კოქტეილის დალევიდან ოთხ დღეში ბრედლი ეიმსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს გამოძიება, რომელშიც გარდაცვალების ძირითად მიზეზად ალკოჰოლური კოქტეილი მოიაზრება. ანალოგიური გამოძიება ტარდება ორი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც, რომლებიც ასევე თამაშ “NekNominate”-ში მონაწილეობის მიღების შემდეგ გარდაიცვალნენ.
თამაშის წესები მარტივია – მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. მთავარი პრინციპია ვიდეოს ჩაწერა, რომელშიც გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი უნდა დალიოთ, შემდეგ კი ვიდეო ატვირთოთ და სხვა მოხალისეებსაც მოუწოდოთ, რომ მათ დიდი რაოდენობის ალკოჰოლის მიღების ამსახველი უფრო შთამბეჭდავი ვიდეოს ჩაწერა შეძლონ.