ლევან მახაშვილი: უკრაინა ცდილობს იპოვოს მოკლე გზა ევროკავშირში წევრობისთვის

“უკრაინა ცდილობს იპოვოს მოკლე გზა ევროკავშირში წევრობისთვის,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის დაპირისპირება კარგად აშიშვლებს იმ სიყალბეს, რაც არის ამ ურთიერთობაში, რომ თითქოს უკრაინა დღეს, ხვალ გახდება წევრი.

„გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა“.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უკრაინის გაერთიანებაში მიღება არ სურთ, მაგრამ არც უკრაინის დაკარგვა უნდათ, ამიტომ ცრუ და ბუნდოვან დაპირებებს გასცემენ.
„უკრაინა ცდილობს იპოვოს მოკლე გზა ევროკავშირში წევრობისთვის, თუმცა ყველაფერი არის ცხადი – ამდენი წლის დაკვირვებამ აჩვენა, რომ არანაირი მოკლე გზა ევროკავშირის წევრობის არ არსებობს. წევრი სახელმწიფოები საკუთარ ინტერესებს მტკიცედ იცავენ და მათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ უკრაინის მსგავსი კონკურენტის ამ ბაზარზე შემოყვანა, მაგრამ თან არ უნდათ უკრაინის დაკარგვა და ასეთი ბუნდოვანი დაპირებებით ცდილობენ უკრაინელების გაბრუებას და არც იმას აცდიან უკრაინას, რომ სხვა ალტერნატივები ნახოს“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, “ევროკავშირში ვოლოდიმირ ზელენსკის გაწევრიანებისკენ სწრაფვა პარტნიორებთან ურთიერთობებს ძაბავს” – ამ სათაურით Financial Times-ი სტატიას აქვეყნებს და უთანხმოების მიზეზებზე საუბრობს. გამოცემის თანახმად, კიევი უარს ამბობს ეტაპობრივ ან „სიმბოლურ“ წევრობაზე და სრულ წევრობას მოკლე ვადაში ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები