ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება
“ნამდვილად არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მაჭავარიანის თქმით, ევროპარლამენტი უაზრო რეზოლუციებს იღებს.
„ნამდვილად არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება. შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სწორედ ეს ინსტიტუტი იღებს უაზრო რეზოლუციებს, სადაც ითხოვენ ჩვენი საპატიო თავმჯდომარის დასანქცირებას, ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას. გვიწერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არაფერია გასაკვირი. წარმომიდგენია, როგორია მათი უსამართლო დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ. სავარაუდოდ, სხვა გზა არ დაუტოვეს უსამართლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მაჭავარიანმა “ქრონიკასთან” საუბრისას.