მარიამ ლაშხი – ევროინტეგრაციაზე: დღეს ამბობენ, რომ თურმე, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე, მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს – საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას

“დღეს ამბობენ, რომ თურმე, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე, მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს – საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობისათვის არახალია. როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ყველანაირი, ყველანაირი უმსგავსობა იკადრეს, თუმცა, ჩვენ ვიცით რა სჭირდება იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანდე. ეს არა მხოლოდ დირექტივების შესრულებას ეხება, არამედ ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ, სტრატეგიულ განვითარებას, რასაც ჩვენი ქვეყანა ემსახურება.
უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში სამწუხაროდ, დღეს ამბობენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას ევროინტეგრაციამდე”, – განაცხადა ლაშხმა.

ცნობისთვის, “ევროკავშირში ვოლოდიმირ ზელენსკის გაწევრიანებისკენ სწრაფვა პარტნიორებთან ურთიერთობებს ძაბავს” – ამ სათაურით Financial Times-ი სტატიას აქვეყნებს და უთანხმოების მიზეზებზე საუბრობს. გამოცემის თანახმად, კიევი უარს ამბობს ეტაპობრივ ან „სიმბოლურ“ წევრობაზე და სრულ წევრობას მოკლე ვადაში ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები