ხამენეი: ირანი სპარსეთისა და ჰორმუზის სრუტეების კონტროლს გააგრძელებს

ირანი აპირებს გააგრძელოს სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტის მართვა და უსაფრთხოება ამერიკული ყოფნის გარეშე უზრუნველყოს,- განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯტაბა ხამენეიმ.

„ირანი აპირებს უზრუნველყოს სპარსეთის ყურის რეგიონის უსაფრთხოება და ბოლო მოუღოს მტრის ძალადობას ჰორმუზის სრუტეზე პრაქტიკული კონტროლის მოპოვებით“, – განაცხადა ხამენეიმ ირანში სპარსეთის ყურის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში.

მისი თქმით, სპარსეთის ყურის რეგიონს ამერიკის ყოფნის გარეშე ნათელი მომავალი აქვს.

მისივე განცხადებით, ირანი არ დაუშვებს, რომ ჰორმუზის სრუტე „მტრული ძალების მიერ ბოროტად იქნას გამოყენებული“ და რეგიონში საკუთარი ინტერესების დაცვას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები