არაბეთის გაერთიანებული საამიროები OPEC-დან გადის
არაბეთის გაერთიანებული საამიროები 2026 წლის 1-ელი მაისიდან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) ტოვებს, – გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა.
მთავრობის განცხადებით, ნაბიჯი დაკავშირებულია ენერგეტიკული სტრატეგიის გადახედვასთან და მიზნად ისახავს ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის პოლიტიკაში მეტი მოქნილობის მიღწევას.
„მსოფლიოს მეტი ენერგია სჭირდება, მსოფლიოს მეტი რესურსი ესაჭიროება. არაბეთის საამიროებს სურს, რომ შეზღუდვებისგან თავისუფალი იყოს, “- განაცხადა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა მოჰამედ ალ მაზრუიმ.
ქვეყანა თითქმის ექვსი ათწლეულის განმავლობაში იყო ორგანიზაციის წევრი და ერთ-ერთ მნიშვნელოვან მწარმოებლად ითვლებოდა.
ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს გლობალურ ნავთობის ბაზარზე, რადგან OPEC-ის ერთ-ერთი მსხვილი წევრის გასვლა ორგანიზაციის შესაძლებლობებს ზღუდავს, გააკონტროლოს მიწოდება და ფასები.
OPEC აერთიანებს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს და კოორდინაციას უწევს მათი წარმოების პოლიტიკას მსოფლიო ბაზარზე.