ირანში პოლიციაზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ირანშაჰრიში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი თავდამსხმელი დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის მოტივი და თავდამსხმელთა ვინაობა ჯერ უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყებები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.