ევროკავშირში საწვავის იმპორტის ხარჯები ბოლო 60 დღეში 27 მილიარდი ევროთი გაიზარდა
ირანში კონფლიქტის 60 დღის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ წიაღისეული საწვავის იმპორტზე დახარჯული თანხები 27 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
“კონფლიქტის დაწყებიდან 60 დღეში, ჩვენი წიაღისეული საწვავის იმპორტის ხარჯები 27 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა. ამ კონფლიქტის შედეგები შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაშიც კი იგრძნობოდეს“,- აღნიშნა მან.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღსადგენად ირანთან დიალოგის განახლებას აპირებს.