ტოკიოს აეროპორტში ჰუმანოიდური რობოტები განთავსდებიან
იაპონიის ავიახაზები (JAL) ჰანედას აეროპორტში სახმელეთო ოპერაციების შესასრულებლად ჰუმანოიდი რობოტების გამოყენებას მაისიდან დაიწყებს.
საპილოტე პროგრამა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანია პერსონალის სამუშაო დატვირთვის შემცირება.
პროექტის ფარგლებში, სატვირთო კონტეინერების ჩასატვირთად და გადმოსატვირთად ჩინეთში წარმოებული რობოტები ინება გამოყენებული.
გადამზიდავის თქმით, იაპონიის ავიაციის ინდუსტრია მუშახელის დეფიციტის წინაშე უცხოელი ტურისტების მზარდი რაოდენობისა და სამუშაო ძალის შემცირების გამო დგას. JAL-ის სახმელეთო მომსახურების განყოფილებებში დაახლოებით 4000 ადამიანია დასაქმებული.
ავიაკომპანია მომავალში რობოტების ფუნქციების გაფართოებას განიხილავს. მათი გამოყენება თვითმფრინავების სალონების გასაწმენდად და სახმელეთო დამხმარე აღჭურვილობის მართვისთვის იქნება შესაძლებელი.
რობოტული სისტემები უკვე გამოიყენება იაპონიის რიგ აეროპორტებში, მათ შორის უსაფრთხოებისა და საცალო მომსახურების სფეროში.