კოსმიურმა გემმა „Virgin“-მა კატასტროფა განიცადა

 

    კალიფორნიის ბაზაზე საცდელი ფრენის დროს რაკეტოპლანი „Virgin Galactic SpaceShipTwo“ დაიმსხვრა. ამის შესახებ „ლენტა.რუ“ იუწყება. იანვრის შემდეგ ეს გემი „Virgin“-ის პირველი საპილოტო ფრენა იყო. კატასტროფის შედეგად ერთი პილოტი დაიღუპა, მეორემ კი დაზიანებები მიიღო, – განაცხადა კალიფორნიის პოლიციის საგზაო პატრულმა. ორივე პილოტი კომპანია Scaled Composites -ში მუშაობდა, რომელმაც გემი დააპროექტა და ააშენა.
კატასტროფის თვითმხილველის, ფოტოგრაფ კენ ბრაუნის თქმით, გემი თვითმფრინავი-გადამზიდავისგან განცალკევების შემდეგ აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები