ტრამპმა ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „იმედგაცრუებად“ შეაფასა
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ იმპორტის ტარიფების უმეტესობა უკანონოა, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამარცხვინოა და აღნიშნა, რომ მას სარეზერვო გეგმა აქვს.
„უზენაესი სასამართლოს ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით ღრმად იმედგაცრუებული ვარ და მე მრცხვენია სასამართლოს ზოგიერთი წევრის, აბსოლუტურად მრცხვენია, რომ არ ჰყოფნით გამბედაობა, გაეკეთებინათ ის, რაც სწორია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ დაუგეგმავ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო.