შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 2005 წელს დაბადებული მ.თ. და 1997 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 10 000 ლარამდე ღირებულების ელექტრომოწყობილობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

“კომპლექსურად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები