აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოდ ცნო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო.

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ფედერალური კანონი დაარღვია, როდესაც ცალმხრივად, მთელ მსოფლიოში ფართომასშტაბიანი ტარიფები დააწესა.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება დაწერა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა, ჯონ რობერტსმა.

მედიის ცნობით, სასამართლოს სამი წევრი წინააღმდეგი იყო, ექვსი კი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ტარიფები კანონზე მაღლა იდგა.

სასამართლოს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ბედი ეწევა უკვე აკრეფილ 130 მილიარდ დოლარზე მეტ ტარიფს.

„პრეზიდენტი აცხადებს პრეტენზიას ექსტრაორდინარულ ძალაუფლებაზე – ცალმხრივად დააწესოს შეუზღუდავი ოდენობის, ხანგრძლივობისა და მასშტაბის ტარიფები.

ამგვარი უფლებამოსილების ფართო ხასიათის, ისტორიისა და კონსტიტუციური კონტექსტის გათვალისწინებით, მან უნდა წარადგინოს კონგრესის მკაფიო ავტორიზაცია ამ ძალაუფლების გამოსაყენებლად“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები