სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა
სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – ზვიად ზვიადაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
სუს-ის ცნობით, ზვიად ზვიადაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, საფლავი გვირგვინით შეამკო და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
“მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროს ზვიად ზვიადაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ახალგორის გამგებელი გელა შერმადინი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ”, – წერია ინფორმაციაში.