“სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა უნდა მოხმარდეს სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს და არა მათ, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ არიან” – გიორგი სოსიაშვილი
“სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა უნდა მოხმარდეს სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს და არა მათ, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ არიან”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი აცხადებს.
“ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა. ხშირად გვესმოდა, რომ სოციალურ შემწეობას იღებდნენ ის ოჯახები, რომლებსაც კარგი შემოსავალი ჰქონდა. ამ აზრმა გვიბიძგა იმისკენ, რომ ჩაგვეტარებინა კვლევა. გამოიკვეთა, რომ სოციალურ შემწეობას იღებს ბევრი ისეთი ოჯახი, რომლებსაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. ვფიქრობ, სახელმწიფომ ყაირათიანად უნდა ხარჯოს თანხა. სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა უნდა მოხმარდეს, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს და არა მათ, ვისაც სხვა შემოსავლები აქვს და ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ არიან”, – აღნიშნავს გიორგი სოსიაშვილი.